|
2016-09-28 12:50:11, 1155 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ანდრეას მამიკინსი: საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, ეს ყველაზე მშვიდი წინასაარჩევნო პერიოდია
საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, ეს ყველაზე მშვიდი წინასაარჩევნო პერიოდია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა „მოამბეს“ განუცხადა. ევროპარლამენტარი გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სიმშვიდის შენარჩუნება უნდა მოხდეს. „ჩემი აზრით, ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიც არის სისხლი მიუღებელია. არ ვსაუბრობ რევოლუციაზე, რაც მეტნაკლებლად მიუღებელია. ამავე დროს სისხლის გამოყენება დემოკრატიულ სახელმწიფოში მიუღებელია. ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება გაცილებით განათლებულია, ვიდრე ჩვენ პოლიტიკოსები ვფიქრობთ. თითოეულ გზავნილს თითოეული ამომრჩეველი ისმენს. მე ვერ ვხედავ ვერანაირ ნიშანს დესტაბილიზაციის შესაქმნელად. საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, ეს ყველაზე მშვიდი წინასაარჩევნო პერიოდია“, - განაცხადა მამიკინსმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)