|
2016-09-28 09:36:49, 1316 ნახვა
სამართალი
სუს-ში დაკითხვაზე ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და გიგი წერეთელიც დაიბარეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით დაკითხვაზე „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ რამდენიმე წევრი დაიბარა. აკაკი მინაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის შემდეგ, სუს-ის წარმომადგენლებმა პარტიის ოფისში დაკითხვის უწყება პეტრე ცისკარიშვილს, გიგი წერეთელსა და ირმა ნადირაშვილსაც მიუტანეს, თუმცა პოლიტიკოსებმა უწყებები არ ჩაიბარეს. ცისკარიშვილი, წერეთელი და ნადირაშვილი უწყებაში დღეს უნდა გამოცხადდნენ, თუმცა ისინი საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებენ. „რაც გავრცელდა, არის უხეში მონტაჟი. არ ვაპირებთ წინ და უკან სიარულს სუს-ში, რადგან ვართ საარჩევნო კამპანიის პროცესში. მობრძანდნენ ოფისში - სამუშაო დღის განმავლობაში ჩვენ მზად ვართ, კითხვებზე პასუხი გავცეთ, მათ შორის ისეთ ბოდვაზეც კი, რომელიც გუშინ გავრცელდა“, - განაცხადა ნადირაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის. მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)