|
2016-09-27 17:00:26, 777 ნახვა
საზოგადოება
„ეს შენ გეხება“ - საარჩევნო კამპანია კვლავ ფარული ჩანაწერების ფონზე მიმდინარეობს და მისი შედეგების გავრცელება სისტემურ ხასიათს იღებს
კამპანია „ეს შენ გეხება“ ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება. განცხადებაში, რომელსაც კამპანია „ეს შენ გეხება“ ვკითხულობთ, რომ საარჩევნო კამპანია კვლავ ფარული ჩანაწერების ფონზე მიმდინარეობს და უკანონო ფარული თვალთვალი/ მიყურადება და მისი შედეგების გავრცელება სისტემურ ხასიათს იღებს. კამპანიაში შემავალი არასამთავრობოები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ საბრძოლველად და ეფექტურად გამოიძიოს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული ყოველი დანაშაული. "კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აღმაშფოთებელია, რომ საარჩევნო კამპანია კვლავ ფარული ჩანაწერების ფონზე მიმდინარეობს და უკანონო ფარული თვალთვალი/ მიყურადება და მისი შედეგების გავრცელება სისტემურ ხასიათს იღებს. არანაკლებ აღმაშფოთებელია ფარული ჩანაწერის შინაარსი, რომელიც შეიცავს დანაშაულის შესახებ ინფორმაციას და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, გამოძიების დაწყების ვალდებულებას წარმოშობს. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაიწყო გამოძიება გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით. აუცილებელია, რომ გამოძიება წარიმართოს გამჭვირვალედ, საქართველოს კანონმდებლობის სტანდარტების სრული დაცვით, დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა რათა არ გაჩნდეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების შთაბეჭდილება. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, წინასაარჩევნო გარემოს მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ასევე სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს ფარული ჩანაწერის უკანონოდ მოპოვება გავრცელების ფაქტი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ საბრძოლველად და ეფექტურად გამოიძიოს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული ყოველი დანაშაული. აქვე მოვუწოდებთ უსაფრთხოების სამსახურს მიზნობრივად გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და მიიღოს სათანადო კანონიერი ზომები ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისათვის, რაც არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას უზრუნველყოფს", - ნათქვამია განცხადებაში.
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)