|
2016-09-27 16:25:42, 789 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: არ შეიძლება სააკაშვილის პათოლოგიურ აზრებს საქართველოს მომავალი გადავაყოლოთ
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი დღეს სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა. როგორც ვოლსკიმ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ფარული ჩანაწერების საკითხი გამოსაძიებელია, თუმცა განკსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, თუ რას უპირებენ საქართველოს. ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში სტაბილური გარემო არ სჭირდება, რადგან მან იცის, რომ არჩევნების გზით პროცესების მის სასარგებლოდ მოტრიალება შეუძლებელია: "უკანონო მოსმენების თემა ერთადერთი დარჩა, რასაც შეიძლება ჩამოეკიდონ. ერთი შემთხვევა მაგონდება, როცა გავრცელდა ხალხის წამებისა და გაუპატიურების კადრები, პირველი შეკითხვა, რაც გაუჩნდა ზოგიერთს იყო, თუ საიდან იყო მოპოვებული ეს კადრები. იმ საშინელი ფაქტების შეფასებისგან კი ბევრმა თავი შეიკავა. საინტერესოა, რა თქმა უნდა, თუ საიდან არის ეს კადრები, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რა მოხდება საქართველოში, რას უპირებენ ქვეყანას და რა ხალხთან გვაქვს საქმე-კარგად უნდა გააცნობიეროს საზოგადოებამ. მოგაგონებთ 2014 წელს სააკაშვილის ინტერვიუს, რომლის ტირაჟირებაც "რუსთავი2"- ის მიერ ხდებოდა. გარკვევით ამბობს, რომ უნდა დაამხოს ხელისუფლება და არ უნდა მივიდეს არჩევნებამდე. ერთ-ერთი ისევ ხალხის გაუპატიურებაზე ლაპარაკობს(ჩანაწერში) ისინი საფრთხის შემცველი ადმიანები არიან, თუცმა საზოგადოება ისეთი ბნელი არ არის, რომ ამ ბნელ ძალებს აჰყვეს. დარწმუნებული ვარ, რომ თავად "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებშიც და პოლიტიკოსებს შორისაც ძალიან ბევრი მოეგება გონს და გააკეთებს სწორ განცხადებას ამასთან დაკავშირებით. მიუხედავად პრინციპული დაპირისპირებისა, საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენი შვილები ერთ ქუჩაზე უნდა გაიზარდონ. ასე რომ, არ შეიძლება სააკაშვილის პათოლოგიურ აზრებს საქართველოს მომავალი გადავაყოლოთ. ქვეყანა ძალიან ბევრი მიმართულებით, მიუხედავად უდიდესი სიძნელეებისა, ვითარდება. სტაბილურობაა. ბიზნესმენს აინტერესებს, ინვესტორს აინტერესებს, ტურისტების რაოდენობა ორჯერ აჭარბებს მოსახლეობის რაოდენობას. უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა. ამ ყველაფერს ხალხი ხედავს. რასაკვირველია, საააკაშვილს ეჩქარება, ხედავს, რომ არჩევნების გზით პროცესების მოტრიალება შეუძლებელია. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, სააკაშვილს სტაბილურობა არ სჭირდება, საკმაოდ არაკომფორტულ სიტუაციაში იმყოფება და ფიქრობს თავის პირად მომავალზე და არა ქვეყანაზე",-განუცხადა "ექსპრესნიუსს" გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)