|
2016-09-26 17:58:10, 1607 ნახვა
სამართალი
მელია: „თავისუფალი ზონის” წევრი ბესო კალაძე სუს-ის მიერ გადმობირებული ადამიანია
ბესო კალაძე სუს- ის მიერ გადმობირებული ადამიანი იყო, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობაში" შესაძლოა შემოგზავნილი ადამიანები არსებობდნენ. „ძალიან დიდი ორგანიზაციაა „ნაციონალური მოძრაობა“ და ამ ორგანიზაციის სტრუქტურაში ახლაც არ გამოვრიცხავ, რომ იყვნენ შემოგზავნილი ადამიანები. როგორც ყავდა კუდ-ს თავის დროზე „ქართულ ოცნებაში“ შეგზავნილი აგენტები, ასევე ყავს სუს-ს შემოგზავნილი „ნაციონალურ მოძრაობაში“,- განაცხადა ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბესო კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელები მიხეილ სააკაშვილს არჩევნების შემდგომი არეულობის მოსაწყობად სჭირდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)