|
2016-09-26 17:17:55, 910 ნახვა
რეგიონი
აჭარა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს
აჭარა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის იფნორმაციით, სოფელი სახალვაშო, სოფელი შუამთა, ჭოროხის დელტა, კოლხეთის ნაციონალური პარკი და ბოტანიკური ბაღი ის ადგილებია, საიდანაც მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას 25 ქვეყნის ორნითოლოგი და ამ დარგით გატაცებული ტურისტი აკვირდება. ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის და ბუნების კონსერვაციის საზოგადოება SABUKO- ს ორგანიზებით იმართება. ფესტივალის ფარგლებში ტურისტული სააგენტოების, გიდების, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ტარდება ლექციები და პრეზენტაციები ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის, ასევე ფრინველთა მიგრაციისა და რეგიონში უკანონო ნადირობის ფენომენის შესახებ. ფესტივალის ბოლო დღეს კი, შაუმთის სადამკვირვებლო პლატფორმაზე იგეგმება შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც მტაცებელ ფრინველთა კონსერვაციის და უკანონო ნადირობის შესახებ მოსახლეობის ცნობირების ამაღლების კუთხით გაწეულ 9 წლიან მოღვაწეობას ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები შეაჯამებენ. „აჭარა მსოფლიოში ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის მსოფლიოს ოთხეულში შედის. გასულ წელს რეგიონს 1,055,302 მტაცებელმა ფრინველმა გადაუფრინა. შესაბამისად, ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი რეგიონში წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და სპეციალისტს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მიმდინარე წელს, რეგიონში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას ისეთი ქვეყნების ორნითოლოგები და ამ დარგით გატაცებული ტურისტები აკვირდებიან როგორებიცაა: ბელგია, ჰოლანდია, ინგლისი, ამერიკა, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, შვედეთი, ავსტრალია და სხვა. შესაბამისად, იზრდება რეგიონში ტურიზმის ამ დარგიდან მიღებული შემოსვალებიც“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.
(NS)
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)