|
2016-09-26 17:10:44, 1564 ნახვა
სამართალი
"თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრები "მოდულის" შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებიან
ე.წ მოდულის შენობაში "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრები ბესო კალაძე, გიორგი ჭინჭარაული, ირაკლი ქომეთიანი გამოკითხვაზე იმყოფებიან. როგორც ბესო კალაძემ განაცხადა, მათ მიერ დილით გაკეთებული განცხადების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შესაძლო დესტაბულიზაციის მცდელობასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს. „დაბარება ეხება დღევანდელ ჩვენს განცხადებას. ჩვენც გვაინტერესენს რა კითხვები აქვთ. ჩვენც მათ კითხვებს შესაბამისად ვუპასუხებთ. პირადად ჩემი და ჩემი მეგობრების პოზიცია დილით გახმაურდა და ამ ეტაპზე მხოლოდ გამოძიების კითხვებს ველოდები. ჩვენი მხრიდან ორგანიზაციის დატოვების მიზეზი გახდა ის სამომავლო იდეები, გეგმები რომელსაც არჩევნების შემდეგ გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის ქვეყანაში დესტაბულიზაციის, არეულობის მოწყობა”, - განაცხადა ბესო კალაძემ. თავისუფალი ზონის კიდევ ერთი ყოფილი აქტივისტის გიორგი ჭინჭარაულს განცხადებით, მათ საკმარისი არგუმენტები აქვთ, რათა საკუთარი განცხადებები დაადასტურონ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)