|
2016-09-26 09:18:35, 842 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხიხაძირის ხეობაში მოსახლეობას შეხვდა
გოდერძის უღელტეხილზე გამართული ღონისძიებების შემდეგ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, ხულოს მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აჭარის მაჟორიტარ კანდიდატებთან ანზორ ბოლქვაძესთან და ხვიჩა შარაშიძესთან ერთად სოფელ თხილვანას და ხიხაძირის ხეობას ეწვია. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრები თხილვანაში მშენებარე ბაღის შენობაში გაიმართა. სოფლის მოსახლეობას ზურაბ პატარაძემ მმართველი გუნდის მომავალი გეგმების, ასევე მთის კანონით დადგენილი იმ შეღავათების შესახებ ესაუბრა, რომელთა დიდი ნაწილით უკვე სარგებლობს ხულოს მუნიციპალიტეტი. თხილვანას შემდეგ შეხვედრა გაიმართა სოფელ ხიხაძირში. დარბაზში შეკრებილი მოსახლეობის წინაშე მაჟორიტარ კანდიდატებთან ერთად ქართული ოცნების აჭარის პროპორციული სიის მეორე ნომერი დავით გაბაიძე წარსდგა. დავით გაბაიძე წარმოშობით ხიხაძირის ხეობიდანაა, იგი საუკეთესო მაგალითია შრომისმოყვარე, მიზანდასახული, ობიექტური და საქმის პროფესიონალი ადამიანისა, რომელმაც უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენამდე თავის კარიერაში ყველა ეტაპი გაიარა.ხიხაძირელები განსაკუთრებული სითბოთი შეხვდნენ მის გამოჩენას. ხულოში გამართულ შეხვედრებზე მთავრობის თავმჯდომარემ გუნდთან ერთად ისაუბრა რეგიონში დაწყებული იმ პროექტების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს აჭარის მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას. განსაკუთრებული ხაზი გაესვა კურორტ გოდერძზე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, ხულო-ადიგენის გზის მონაკვეთის რებილიტაციის საკითხს და ეკოტურიზმის პოტენციალის განვითარებას.
(NS)
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)