|
2016-09-25 16:57:46, 957 ნახვა
რეგიონი
ხულოში ალპური ბოტანიკური ბაღი გაშენდება
ხულოში ალპური ბოტანიკური ბაღი გაშენდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ახალი პროექტის განსახორციელებლად გადაცემული მიწის ნაკვეთი დაათვალიერა და ბაღის შესახებ მონაცემებს გაეცნო. ალპური ბოტანიკური ბაღის შესახებ პრეზენტაცია ბოტანიკური ბაღის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების კოორდინატორმა, ზურაბ მანველიძემ და ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ირაკლი არჩაიამ წარმოადგინეს. პრეზენტაციისას ნაჩვენები იყო მონაცემები ალპური ბაღის მომავალი იერსახის, ინფრასტრუქტურისა და ლანდშაფტური დაგეგმარების შესახებ. ბაღის ტერიტორიაზე დაგეგმილია საოფისე და საინფორმაციო სივრცის მოწყობა,ძირითადი უბნების ფორმირება, ტურისტული ბილიკებისა და გზების მარკირება. „გოდერძის სუბალპური ბაღი" გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ, ე.წ. "შქერნალის" ტერიტორიაზე, კურორტ ბეშუმთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ჩრდილო აღმოსავლეთით გაშენდება. ბაღი ესაზღვრება მდ. ქვაბლიანის ხეობას. შერჩეული ტერიტორია მოიცავს 10 ჰა-მდე ფართობს ფერდობებით, გავაკებებებით, ჭარბტენიანი მონაკვეთებით, ბუნებრივი ტბით, წყაროთი და ნაკადულით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად მომავალი ბაღის ტერიტორიაზე სიმბოლურად ახალი ნერგები დარგეს. "ხულოში ახალი ალპური ბაღის არსებობა ხელს შეუწყობს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმის განვითარებას, მაღალმთიან აჭარაში არსებული ტურისტული მარშრუტების გამრავალფეროვნებას,სუბალპური ტყეების აღდგენითი ღონისძიებებისათვის სარგავი მასალის მიწოდებას. ბაღი ბეშუმის საზაფხულო კურორტისათვის სარეკრეაციო ფუნქციას შეიძენს. ბაღში განხორციელდება მაღალი მთის ეკოსისტემების შემსწავლელი სამეცნიერო-საველე ექსპედიციები, რაც ხელს შეუწყობს მაღალიმთიან აჭარაში, ბიოლოგიისა და აგროეკოლოგიის პროფილის მქონე ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმებას",-აცხადებენ აჭარის მთავრობაში. ალპური ბოტანიკური ბაღის დაარსება დიდ პერსპექტივებს შეჰქმნის აჭარის მაღალმთიანეთის ტურისტული პოტენციალის ათვისების და მრავალფეროვნების მიმართულებით.https://www.youtube.com/watch?v=zaqRbXQmvW4 (NS)
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)