08:41 - 23 May, 2026
|
2016-09-25 16:42:36, 1447 ნახვა
სამართალი
შსს-მ ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა
თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს 1-ლი განყოფილების საკონტროლო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ანკარის ინტერპოლის მიერ 2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის მოქალაქე 1977 წელს დაბადებული იასარ ო. დააკავეს. "იასარ ო.-ს ბრალად ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 149/1-ა-ც-ე, 35/2-ე, 62-ე, 62/1-ე, 53/1-ე, 53/2-ე, 13/1, 59-ე, 62/1-ე, 456-ე, 456/2-ე, 457/1-ე, 71-ე, 86/2-ე, 125/1-ე, 29-ე, 58/2 ბ-ე და 58/6-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს: შეიარაღებულ ძარცვა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, ჯანმრთელობის დაზიანება, ოფიციალური დოკუმენტების გაყალბება. ამჟამად იასარ ო.-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)