|
2016-09-24 15:28:17, 1139 ნახვა
კომენტარი
ფხაკაძე: კურსი, რომელსაც ეს პოლიტიკური პარტია და ხელისუფლება ატარებს, ჩემთვის მისაღებია
ის კურსი, რომელსაც ეს პოლიტიკური პარტია და ხელისუფლება ატარებს, ჩემთვის მისაღებია, - ამის შესახებ "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, ასეთი ტიპის შხვედრები მისთვის ძალიან ღირებულია. "ჩემთვის, როგორც ბიზნესმენისთვის ასეთი ტიპის შეხვედრები ძალიან ღირებულია. პირველი იმისთვის, რომ ვხვდები ბიზნესმენებს და ყველა ძალიან ღიად ვსაუბრობთ, როგორი ტენდენციებია ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მომავალში ვისახავთ გეგმებს. ძალიან სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც კურსის დევალვაციის დამთავრების შემდეგ, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას მივაღწიეთ. ყველას განწყობა და პათოსი დადებითი გახლდათ. დარწმუნებული ვარ, ეს კურსი გაგრძელდება უახლოეს მომავალში ჩვენ ეკონომიკურად ძალიან ძლიერ ქვეყანას მივიღებთ. კურსი, რომელსაც დღეს ეს პოლიტიკური პარტია ატარებს, ჩვენთვის მისაღებია, ამ ქვეყნის შვილი ვარ და მერე ბიზნესმენი. ვფიქრობ, დღეს ქვეყანა სწორი გზით ვითარდება და ის ადამიანი, ვინც ქვეყანას სათავეში უდგას, ძალიან სწორად ავითარებს მას", - განაცხადა ფხაკაძემ. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და უახლოეს მომავალში ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან ძლიერ ქვეყანას მივიღებთ.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)