|
2016-09-24 11:45:14, 1117 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: რომან გოცირიძის დღევანდელი ტრიუკი, რომ თვითონ დაიწყო ფორუმის დაფუძნება, სასაცილოა
რომან გოცირიძის დღევანდელი ტრიუკი, რომ თვითონ დაიწყო ფორუმის დაფუძნება არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, სასაცილოა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განაცხადა, სადაც ორგანიზაცია ”მოქალაქის” ინიციატივით ფორუმი ”ეკონომიკური განვითარება - მიღწევები და პერსპექტივების” მიმდინარეობს. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, გოცირიძე ცდილობს, ხალხი, რომელსაც ეკონომიკური განათლება არ აქვს, სიბნელეში ამყოფოს. "ეს იმას ჰგავს, რაზეც ახლა შრომობს გიორგი კვირიკაშვილი, ინიციატივა გულისხმობს, რომ შეკრებისა და თავყრილობების დროს, იქ მეორე პარტიის წარმომადგენლები არ უნდა მივიდნენ და დებოში არ ატეხონ. გოცირიძემ ეს ხერხი იხმარა. ფორუმს ფორუმი დაუპირისპირა. ნაცვლად იმისა, რომ ერთი-ორჯერ შემოძვრა და რომ ნახა, მე ვიყავი იმ წუთში გაიპარა. ბიზნესთან ვერ ბედავს საქმეს, ვერ ბედავს პროფესიონალებთან, დადის და ცდილობს, რომ ხალხი, რომელსაც ეკონომიკური განათლება არ აქვს, სიბნელეში ამყოფოს. ძირითადად სიცრუეზეა დაფუძნებული მისი ყველა გამოსვლა. დღევანდელი მისი ტრიუკიც თუ მართლა ასეა, რომ თვითონ დაიწყო ფორუმის დაფუძნება, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ეს სასაცილოა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ეს უპასუხისმგებლო ხალხი ცდილობს ადამიანებს, რომლებსაც მართლაც უჭირთ, ოღონდ რა თქმა უნდა ამაში ხელისუფლების დანაშაული არ არის, ცდილობენ მთავრობას დააბრალონ", - განაცხადა ივანიშვილმა. ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე დღეს 12:00 საათზე ფორუმს მართავს. შეგახსენებთ, სასტუმრო ”ქორთიარდ მერიოტში” ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გახსნა. ფორუმს 100-მდე ბიზნესმენი ესწრება.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)