|
2016-09-23 17:18:34, 647 ნახვა
საზოგადოება
სტუდენტები თსუ-ს რექტორად გია შარვაშიძის არჩევას აპროტესტებენ
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის გია შარვაშიძის არჩევას სტუდენტების უკმაყოფილება მოჰყვა. როგორც „აუდიტორია#115-ის“, ისე თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არჩევნებამდე ,სავარაუდოდ, აკადემიურ საბჭოზე ზეწოლის ფაქტები იყო, თუმცა საბჭოს წევრები ამას საჯაროდ არ ადასტურებენ . „აუდიტორია#115-ის“ წევრის მარიამ ბაღდავაძის თქმით, „აუდიტორია#115“ არ აპირებს პრინციპებს უღალატოს და პოლიტიკური თამაშის მონაწილე გახდეს. „იმ ფუნდამენტურ მოთხოვნებს, რაც შარვაშიძის მინისტრის მოადიგილეობის პერიოდში გვქონდა , ახლაც დავაფიქსირებთ. მას როცა მეტი ბერკეტი ჰქონდა, დაპირებები არ შეასრულა და ახლა ამბობს, რომ უნივერსიტეტის კეთილდღეობაზე ზრუნვას დაიწყებს. ეს თავისთავად ეჭვს ბადებს, მაგრამ ამ მოთხოვნებს აუცილებლად გავაჟღერებთ. ეს შეიძლება ნებისმიერი სახით იყოს, თუნდაც საპროტესტო აქციების“-აღნიშნავს ბაღდავაძე "ექსპრესნიუსთან" საუბრისას. მისივე თქმით, არსებობს კულუარული ინფორმაცია, რომ აკადემიურ საბჭოზე ზეწოლის ფაქტები იყო, თუმცა, არაა მტკიცებულება და ამ ფაქტზე ღიად არც საბჭოს წევრები საუბრობენ. ახალი რექტორით უკმაყოფილოა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობაც, რადგან მათი აზრით, შარვაშიძე აუნივერსიტეტის ავტონომიურობის რღვევის მიზეზი გახდება. „კმაყოფილებას ვერ გამოვთქვამთ, რადგან თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ ადამიანის რექტორობა უნივერსიტეტის ავტონომიის რღვევას გამოიწვევდა, თუმცა აკადემიურმა საბჭომ გადაწყვეტილება ლეგიტიმურად მიიღო. სამწუხაროდ, შარვაშიძე ლეგიტიმურად გახდა რექტორი“-განაცხადა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრმა შოთა კეჟრაშვილმა. მისივე თქმით, თსუ-ს სტუდენტური თვითთმართველობა აპირებს, ახალი რექტორის ყოველი ნაბიჯი გაააკონტროლოს, თუმცა საპროტესტო აქციის მოწყობას არ გეგმავს: „ჩვენგან უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ ვითარებას, გავითვალისწინოთ ქვეყანაში შექმნილი მფგომარეობა და არეულობისგან თავი შევიკავოთ. პატივი უნდა ვცეთ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკან დავიხევთ და მის ნაბიჯებს საჯაროდ არ შევაფასებთ“,-ამბობს კეჟერაშვილი. შეგახსენებთ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. აკადემიურმა საბჭომ რექტორად განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძე ხმათა უმრავლესობით აირჩია. შარვაშიძემ 21 ხმა მიიღო, ცირა ბარამიძემ - 5, გიორგი ბარამიძემ - 6 ხმა, 4 ბიულეტენი კი, ბათილად იქნა ცნობილი.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)