|
2016-09-23 13:38:57, 695 ნახვა
პოლიტიკა
ენუქიძემ ონის მოსახლეობას სოფლის დამხარებისთვის გათვალისწინებული პროგრამები გააცნო
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. გოჩა ენუქიძე ამჯერად ქალაქ ონის მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩევლებს წარუდგინა "ქართული ოცნების" პროგრამა და მოისმინა მათი მოსაზრებები. „დარწმუნებული ვარ, რომ ყველა წამოწყებულ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ. სოციალურ, სოფლის მეურნეობის და ბიზნესის ხელშეწყობის პროექტებთან ერთად უმნიშვნელოვანესია კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვაც, რათა ახალგაზრდები იყვნენ მეტად მოტვირებული. შემუშავდა და ამოქმედდა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. კანონი, რომელშიც მეც აქტიურად ვიყავი ჩართული, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს სიტუაციას მთაში მცხოვრები მოსახლოებისთვის. მოსახლეობა დამატებითი სოციალური და საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებს. საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც მდებარეობს მაღალმთიან რეგიონში, ეზრდებათ ვაუჩერული დაფინანსება; მასწავლებლებს დაუწესდათ სახელფასო დანამატი საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%-ის ოდენობით; სპეციალური რეგიონული პროგრამების მონაწილე მასწავლებლებს დაუწესდათ დამატებითი ანაზღაურება ხელფასის არანაკლებ 50%-ის ოდენობით; სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს დაუწესდათ 20%-იანი დანამატი, 2017 წლის 1 სექტემბრიდან ანაზღაურდება ელექტროენერგიის ხარჯების 50%, თუ ოჯახს დახარჯული აქვს არაუმეტეს 100 კვტ საათისა თვეში. დაწესდა ყოველთვიური დანამატი ექიმებისა და ექთნებისთვის; მოსახლეობა ზამთრის პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება გათბობით“, - აღნიშნა ენუქიძემ. კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზეც. „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები, რომელთა შემოსავალი არ აღემატება 6 ათას ლარს, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან; მეწარმე ფიზიკური პირები და საწარმოები თავისუფლდებიან საშემოსავლო, ქონებისა და მოგების გადასახადებისგან, 10 წლის ვადით, საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი თავისუფლდება ქონების გადასახადისგან“, - აღნიშნა გოჩა ენუქიძემ. (NS)
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)