|
2016-09-23 13:14:45, 656 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიას შეხვდა
გიორგი მაგველაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრაზე წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობა განიხილა. შეხვედრისას საუბარი საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, წინასაარჩევნო გარემოს და საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესს შეეხო. როგორც პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ასევე, განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება. „ეუთოსთან ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მითუმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც მოახლოებულია არჩევნები. ეუთო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს წინასაარჩევნო გარემოს და ბუნებრივია, რომ პრეზიდენტთან შეხვედრის ერთერთი მთავარი თემაც სწორედ ეს იყო. შეხვედრაზე განიხილეს სხვა საკითხებიც, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს რეგიონთან, ეუთოს როლთან, ამ რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან. შეხვედრაზე ისაუბრეს ზოგადად, იმ პერსპექტივებზე, რაც საქართველოში მიმდინარე პროცესებში ეუთოს უფრო მეტ ჩართულობას უკავშირდება", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხოსე იგნაციო სანჩეს ამორი, პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგლიერმო პიკი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა. როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხოსე იგნაციო სანჩეს ამორიმ განაცხადა, შეხვედრისას საარჩევნო საკითხების გარდა, განიხილეს საქართველო - რუსეთის ურთიერთობები და მთელი რიგი საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურობას. „დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ მიმოვიხილეთ არჩევნების სრული პროცესი. რა თქმა უნდა, ამ დროისთვის, ჩვენ არ ვაფასებთ რაიმე სახის შეხედულებას, რადგან უნდა დაველოდოთ ჩვენს მონაცემებს, მაგრამ არსებობს დაინტერესებული მხარეების ძალიან საინტერესო ხედვა. ასევე, არსებობს ძალიან საინტერესო ხედვა იმ ამომრჩევლების მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერ არ ჩამოყალიბებულან. აღინიშნა, იმ პიროვნებების როლი, რომლებიც ჩართულნი არიან საარჩევნო პროცესში. ასევე, ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა რეგიონთან დაკავშირებით, საქართველოს იმ პოზიციის თაობაზე, რომელიც აქვს კავკასიის მიმართ. განვიხილეთ რუსეთთან ურთიერთობები და მთელი რიგი საკითხები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურობას, რომელიც ასევე გადამწყვეტია რეგიონის სტაბილურობისთვის", - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხოსე იგნაციო სანჩეს ამორიმ. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული. (NS)
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)