2016-09-23 12:52:26, 721 ნახვა
პოლიტიკა
ახვლედიანმა ბათუმის ადგილობრივ ხელისუფლებას სასამართლო პროცესი მოუგო
ბათუმში, დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის არმაზ ახვლედიანის სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა.
სარჩელი ბათუმში მისი საარჩევნო ბანერის უკანონოდ ჩამოხსნას ეხებოდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ახვლედიანის ბანერი, ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე, ისევ აღადგინეს.
,,ბანერის დაბრუნება თავის ადგილზე მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ყოველთვის აზრი აქვს, რომ გავბედოთ. გავბედოთ და ვუთხრათ ყველა უსამართლობას - არა. გავბედოთ, ნებისმიერ ხელისუფლებას ვუთხრათ უკანონობას რომ ჩადის -არა. ამ ბანერის აღდგენამ დაამტკიცა, რომ ასეთ გაბედულობას ყოველთვის აქვს აზრი“, - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან