|
2016-09-23 10:32:54, 635 ნახვა
საზოგადოება
როგორი საცხოვრებელი პირობებია საჭირო ადამიანის სწორი განვითარებისთვის
საცხოვრებელი ბინა ის ადგილია, რომელმაც დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სიმშვიდისა და სიმყუდროვის განცდა უნდა შექმნას. ხშირად საოცნებო საცხოვრებელ ადგილზე საუბრისას ორ ვარიანტს განვიხილავთ: ქალაქის ცენტრალურ ან მისგან მოშორებით მდებარე მშვიდ გარემოს. რატომღაც ვერ წარმოგვიდგენია, რომ მშვიდი გარემო ქალაქის ცენტრშიც შეიძლება ვიპოვოთ. ამ ვარიანტის არსებობა რომ გავამყაროთ განვიხილოთ ის კრიტერიუმები, რომლებსაც ჩვენი საცხოვრებელი ბინა გვინდა აკმაყოფილებდეს: სუფთა ჰაერი - სუფთა ჰაერი ჯანმრთელობაა, თუმცა შეგუებულები ვართ, რომ ქალაქში ავტომანქანების სიმრავლიდან და უწესრიგო განაშენიანების გამო ჰაერი მნიშვნელოვნად დაბინძურებულია. არსებულ რეალობაშიც ვეძებთ ადგილს, სადაც ეს პრობლემა ყველაზე ნაკლებად შეგვაწუხებდა. სიმწვანე - ხეები სუფთა ჰაერისთვის აუცილებელია. ერთ მოზრდილ ხეს შეუძლია ორი ადამიანის სამყოფი ჟანგბადი გამოყოს, თუმცა დღესდღეობით პარკებისა და გამწვანებული ადგილების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდება. ჩვენ კი გვსურს ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ კეთილმოწყობილი მწვანე ეზო და გასართობი მოედანი. საჭირო ობიექტების სიახლოვე - მიუხედავად იმისა, გვყავს თუ არა მანქანა, საჭირო ობიექტების სიახლოვე, მათ შორის მაღაზიები, სუპერმარკეტები, ბანკები, აფთიაქები და სხვა, აუცილებლობაა და არა კომფორტი, განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როდესაც ქალაქში მუდმივი საცობია, ხოლო დრო - მნიშვნელოვანი. სიმშვიდე - ცხოვრების აქტიური რიტმიდან გამომდინარე ზოგჯერ სიმშვიდე და უბრალოდ არაფრის კეთება გვენატრება. ხშირად ნახავთ სოციალურ ქსელში გაზიარებულ ფოტოს მსგავსი კონცეფციით: აივანი, პლედი, ცხელი ჩაი ან ყავა, ბუნების ლამაზი პეიზაჟი. ასე ვცდილობთ გამოვხატოთ ის, რაც ყველაზე მეტად გვაკლია. ეს ოთხი კრიტერიუმი თუ თქვენთვისაც მნიშვნელოვანია და ამ ფაქტორების გათვალისწინებით ეძებთ საოცნებო საცხოვრებელ ადგილს ის ნამდვილად მოიძებნება ქალაქის ცენტრში, თან ყველაზე პრესტიჟულ უბნებში. TN group გთავაზობთ საცხოვრებელ ბინებს ვაკეში წყნეთის გზატკეცილზე, მეტრა პარკის ტერიტორიაზე, ეკოლოგიურად სუფთა უბანში, წყნარ და მყუდრო ადგილას და ასევე ქავთარაძის ქ. N19–ში, ახალაშენებულ, დასრულებულ კორპუსში. საუკეთესო ხედები, მშვიდი გარემო, იდეალური ადგილმდებარეობა, მყარი კორპუსი და რაც მთავარია, საუკეთესო ფასი ამ კომპანიის ძირითადი უპირატესობებია. TN Group მეტრა პარკის ტერიტორიაზე 1 კვ/მ თეთრ კარკასს დასრულებულ კორპუსში, სადაც ყველა კომუნიკაცია შეყვანილია და შესახლებაც დაწყებულია 895$ -დან გთავაზობთ, ხოლო საბურთალოზე ქავთარაზის ქუჩაზე 1კვ/მ შეძენა 655 $-დან არის შესაძლებელი.
(NS)
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)