|
2016-09-22 15:53:04, 827 ნახვა
სამხედრო
რუსთავში ვასილ ყულჯანიშვილის სახელობის მარათონი გაიმართა
ავღანეთში დღეს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ინიციატივით, სოფელ გამარჯვების გადასახვევიდან ქალაქ რუსთავის მიმართულებით ვასილ ყულჯანიშვილის სახელობის მარათონი გაიმართა. გარბენში მონაწილეობა IV მექანიზირებული ბრიგადის, I ქვეითი და I საარტილერიო ბრიგადების, V ქვეითი და საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა და სამოქალაქო პირებმა მიიღეს მონაწილეობა. მარათონი საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას მიეძღვნა. 12 კილომეტრიან გარბენში 212 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული. მარათონში გამარჯვებული სამხედროები სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ სიმბოლური მედლებით და სსაჩუქრებით დააჯილდოვეს. პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში 2013 წლიდან მსახურობდა. ვასილ ყულჯანიშვილი 2015 წლის 22 სექტემბერს, ავღანეთში, სამოქმედო არეალში პატრულირებისას მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გმირულად დაიღუპა.
(NS)
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)