|
2016-09-21 16:21:46, 1522 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე სახალხო დამცველის დასკვნა დასაშვებ მტკიცებულებად ცნო
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ კაპანაძეს უნდობლობას უცხადებს. მან პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. სხდომის დატოვებამდე ალასანიამ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა არ დაკმაყოფილდა. ალასანიას თქმით, ე.წ. კაბელების საქმეს ის მოსამართლე განიხილავს, რომელმაც სულხან მოლაშვილის საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება: "ყოჩაღ ივანიშვილი, მურუსიძე არ გვაკმარა და ახლა მანუჩარ კაპანაძე მოავლინა ამ სასამართლოში კაბელების განხილვის ერთ-ერთ მოსამართლედ. ეს ის მოსამართლეა, რომელიც იყო ერთ-ერთი ჯალათი მოსამართლე სულხან მოლაშვილის, რომელზეც საერთაშორისო სასამრთლო და დამკვირვებლები იძახდნენ, რომ მისი გადაწყვეტილებაა ის კითხვის ნიშნების გამჩენი, რომლებიც სულხან მოლაშვილის საქმეში იყო. იგივე სამარცხვინო პრაქტიკა გრძელდება",-განაცხადა ირაკლი ალასანიამ. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ე.წ. კაბელების საქმეზე სახალხო დამცველის დასკვნა დასაშვებ მტკიცებულებად ცნო. ადვოკატის თქმით, უჩა ნანუაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობაზე მიუთითებს. შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი საქალაქო სასამართლომ 4 102 872 ლარის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ბესი ბუგიანიშვილმა მიიღო. ხუთივე ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)