|
2016-09-21 14:07:48, 806 ნახვა
პოლიტიკა
ხუხაშვილი: მემორანდუმი არა ქაღალდზე, არამედ პოლიტიკური ელიტის თავებში უნდა არსებობდეს
„ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი უნდა არსებობდეს არა ქაღალდზე, არამედ პოლიტიკური ელიტის თავებში“, - ასე აფასებს ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გასაჯაროებულ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს. როგორც ხუხაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, მსგავსი ტიპის დოკუმენტი პოლიტიკურ პროცესში არ მუშაობს. „ქაღალდზე დატანილი ასეთი ტიპის დოკუმენტები, როგორც წესი, პოლიტიკურ პროცესში არ მუშაობს, იმიტომ, რომ პოლიტიკურ პროცესს თავისი ლოგიკა აქვს. ასეთი დოკუმენტები, ასეთი ინიციატივები, თავიდანვე ფარსად არის ჩაფიქრებული. ვიღაცა, ასე ვთქვათ, ინიციატივიდან ცდილობს დივიდენდის მიღებას. ვერ ვატყობ, რომ „ქართულ ოცნებას“ მაინცდამაინც შინაგანი მშვიდობის სურვილი აქვს. იმიტომ რომ, ასე ვთქვათ, თვითონ „ქართული ოცნება“ წელში გამართულად ვერ გამოიყურება გამომდინარე იქიდან, რომ ირაკლი კობახიძე ქართული პოლიტიკის ინკუბატორში გამოიჩეკა. მან არ იცის, მაგრამ ასეთი ტიპის მემორანდუმს ყველა ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილი, ყველა არჩევნების წინ სთავაზობდა პოლიტიკურ ელიტას“,-განაცხადა ხუხაშვილმა. მისივე განცხადებით, ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი მხოლოდ ფარატინა ქაღალდია და მას არანაირი შინაარსი, ძალა და აზრი არ გააჩნია. „მემორანდუმი არ მუშაობს პოლიტიკურ პროცესში. ასეთი მემორანდუმები უბრალოდ ფარატინა ქაღალდია და მეტი არაფერი. მას არც იურიდიული და არც არანაირი ძალა არ აქვს. „ქართულ ოცნებაში“ არიან ადამიანები, რომლებსაც სტაბილურობა უნდათ, ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ გამწვავებაზე მიდიან და ამას ყოველ დღე ვხედავთ. ახლა მიდის რიტორიკული კითხვები თუ ვინ მოაწერს და ვინ არ მოაწერს ხელს ამ მემორანდუმს. ეს არის პოლიტიკური იწილო-ბიწილოს ჟანრიდან და შინაარსობრივიდან. ახლა ჭკვიანი სახეებით გამოდიან და ამაყად ლაპარაკობენ ვინ მოაწერს და ა.შ. ფაქტია, ჩვენ ამ სისულელეს ვუყურებთ და ამას არც შინაარსი აქვს, არც აზრი და არც ძალა არ გააჩნია“,-განაცხადა ხუხაშვილმა. ცნობისთვის, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი გაასაჯაროვა: „ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე საარჩევნო სუბიექტები, ვაცნობიერებთ რა, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება არის საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის აუცილებელი პირობა, ვაცნობიერებთ რა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ კონტრაქციის მოწყობა ქმნის ძალადობის პროვოცირების განსაკუთრებულ საფრთხეს, ვთანხმდებით, რომ უზრუნველვყოფთ ჩვენი აქტივისტების დისტანცირებას სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მივიღებთ ყველა ზომას, რათა არ დავუშვათ ჩვენი აქტივისტების მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა. წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება მთელ საარჩევნო პერიოდზე, არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე“, - აღნიშნულია მემორანდუმში.
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)