|
2016-09-21 13:45:00, 740 ნახვა
საზოგადოება
#არგამბოლო
ჰაერის დაბინძურება საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, განსაკუთრებით კი თბილისში. ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი არის გაუმართავი ავტოტრანსპორტი, რომლის გამონაბოლქვი შეადგენს ჰაერის დაბინძურების 70%-ზე მეტს. ამ სახით ატმოსფეროს დაბინძურების საშიშროება ყოველწლიურად იზრდება მოტორიზაციის დონისა და ურბანიზაციის ზრდასთან ერთად. ამიტომაც აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ როგორ გავუფრთხილდეთ ბუნებას და ჩვენს ჯანმრთელობას. რასაკვირველია 21-ე საუკუნე წარმოუდგენელია ავტოტრანსპორტის გარეშე, თუმცა შეგვიძლია შევაჩეროთ ეკოლოგიური კატასტროფა, თუ ტექნიკურად გამართულ ავტოტრანსპორტს გამოვიყენებთ. სწორედ ამიტომ, „თეგეტა მოტორსი“, როგორც ლიდერი კომპანია და ბრენდი საქართველოს ავტოინდუსტრიის ბაზარზე, იღებს პასუხისმგებლობას იზრუნოს გარემოს გაუმჯობესებაზე და პროპაგანდა გაუწიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს. „თეგეტა მოტორსი“ ეკო კამპანიის „#არგამბოლო“-ს ფარგლებში ავტომფლობელებს სთავაზობს უფასოდ შეამოწმონ კუთვნილი ავტომობილები გამონაბოლქვის ტოკსიკურობაზე, თუ შედეგი აკმაყოფილებს ეკო სტანდარტს მათ გადაეცემათ სპეციალური სტიკერი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია, რომ აღნიშნული ავტომობილი შემოწმებულია „თეგეტა მოტორსში“ და გავლილი აქვს გამონაბოლქვის კონტროლი. ასევე სიმბოლურად მიიღებენ სერთიფიკატს, როგორც გარემოზე მზრუნველი მძღოლი და ხის ნერგს ბუნებაზე ზრუნვის გამოსახატად. თუ აღმოჩნდა, რომ გარკვეული მიზეზების გამო ავტომობილმა ვერ გაიარა კონტროლი, ასეთი ავტომობილის მფლობელებს გადაეცემათ მწვანე ვაუჩერი 50%-იანი ფასდაკლებით სერვისზე, რომლის საშუალებითაც შეეძლებათ გამონაბოლქვის სისტემის გამართვა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ერთი ავტომობილის ძრავა 45-ჯერ მეტ ჟანგბადს მოიხმარს, ვიდრე ერთი ადამიანი. მიმოქცევისას ბუნებაში აღდგება ავტომობილის მიერ მოხმარებული ჟანგბადის მხოლოდ 50%. ავტომობილის გამონაბოლქვი აირები შეიცავს დაახლოებით 200 სხვადასხვა ნივთიერების ნარევს. წელიწადში 200 მლნ. ავტომობილი გამოყოფს 200 მლნ. ტონა ნახშირჟანგს, 40 მლნ. ტონა ნახშირწყალბადს და 20 მლნ. ტონა აზოტის ოქსიდს. ძრავების გამონაბოლქვი აირების ძირითად მავნე მინარევს წარმოადგენს ნახშირჟანგი, ტყვიის, ქლორის, ბრომის, ფოსფორის შემცველ პროდუქტებს. ნახშირჟანგი უერთდება სისხლის ჰემოგლობინს და ხელს უშლის ორგანიზმის ქსოვილებში ჟანგბადის შეღწევას. გამონაბოლქვი ასევე შეიცავს კარცენოგენს, რომელიც სერიოზულად აზიანებს სასუნთქ გზებს, იწვევს ალერგიას, ბრონქიტს, სპაზმს, შემდგომში კი შესაძლოა კიბოს გამომწვევი მიზეზი გახდეს. არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად მოიმატა რესპირატორული დაავადებების რიცხვმა, ასევე გამონაბოლქვი უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის იმუნურ სისტემაზე. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ ყველა ჩაერთოთ „თეგეტა მოტორსის“ ეკო კამპანიაში #არგამბოლო და ერთად შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ჯანსაღი გარემო.
(NS)
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)