|
2016-09-20 14:57:26, 590 ნახვა
პოლიტიკა
კობერიძე: სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია
მუხიანი-გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან კობერიძე თბილისის მერ დავით ნარმანიასთან ერთად მუხიანში მშენებარე სარაგბო ბაზას ეწვია. როგორც კობერიძემ განაცხადა, მსგავსი პროექტების განხორციელება აუცილებელია. „ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება მოგვცემს ჯანსაღ ახალგაზრდა თაობას და არა მხოლოდ ახალგაზრდა თაობას, ვფიქრობ, რომ შუახნის და ხნიერების თაობასაც ესაჭიროება საქართველოში ფიზიკური აქტივობა. ასე რომ აუცილებელია მსგავსი პროექტების განხორციელება. ეს სარაგბო ბაზა, რომელიც მუხიანში თბილისის მერიის დაფინანსებით შენდება, არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო და ქალაქის თვითმმართველობები ჯანსაღი თაობის აღზრდაზე. დარწმუნებული ვარ ამ ბაზაზე უამრავი საამაყო მორაგბე აღიზრდება, ამ ბაზის მეშვეობით მუხიანი გახდება მიზიდულობის ცენტრი თბილისის ახალგაზრდობისათვის”, - განაცხადა კობერიძემ. ხვამლის საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზა, მთლიანად მერიის დაფინანასებით შენდება. კომპლექსი 4 ჰექტარზე იქნება განლაგებული და ოთხი მოედნისაგან შედგება. ერთი ბუნებრივსაფარიანი, ორიც ხელოვნური და ერთი ქვიშის მოედანი. მთავარ მოედანს 1000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა ექნება. ახალ კომპლექსში სრულად აღჭურვილი, თანამედროვე სტანდარტების ფიტნეს დარბაზიც აშენდება. აქვე გათვალისწინებულია 100 მანქანაზე გათვლილი პარკინგის ზონაც. მშენებლობის დასრულება 2017 წლის თებერვალში იგეგმება. (NS)
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)