|
2016-09-20 14:57:09, 889 ნახვა
საზოგადოება
თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
კრწანისის ქუჩაზე ახალ, №20 საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი დაიწყო. კრწანისის №21-ში ახალაშენებული საბავშვო ბაღი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდა კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი, ასევე, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები. დავით ნარმანიამ აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ახლადგახსნილი დაწესებულება სტუმრებთან ერთად დაათვალიერა. „კიდევ ერთი ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა დავასრულეთ და მოვაგვარეთ უბანში არსებული საბავშვო ბაღის პრობლემა, რითაც 250-მდე ბავშვი და მათი მშობლები გავახარეთ. აშენდა ძალიან თანამედროვე საბავშვო ბაღი, სადაც ყველანაირი პირობაა სააღმზრდელო პროცესის მაღალი სტანდარტებით წარმართვისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ბაღში გახსნილია ყველა ასაკობრივი ჯგუფი. ასე რომ, აღსაზრდელებს თანამედროვე წესებისა და მოთხოვნების შესაბამისი ბაგა-ბაღი მოემსახურება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. №20 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა 2002 წელს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მძიმედ დაზიანდა და ამ დრომდე ბაღი ნაქირავებ შენობაში ფუნქციონირებდა. კრწანისის #21-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე არასტანდარტული შენობა აშენდა, რომელიც დღეიდან 200-ზე მეტი ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს. ბაღში შექმნილია აღსაზრდელთა 6, მათ შორის ერთი ბაგას ჯგუფი. საბავშვო ბაღში დასაქმდა 40-მდე ადამიანი. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. მე-20 საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ 5 ახალ ბაღს შორის, რომელიც თბილისს წელს შეემატა. შემოდგომაზე ფუნქციონირებას კიდევ 2 ახალი საბავშვო ბაღი დაიწყებს.
(NS)
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)