|
2016-09-20 12:41:13, 1496 ნახვა
სამართალი
"გამჭვირვალობა": სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობის მიმართულებით პრობლემები გამოიკვეთა
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" მართლმსაჯულების სისტემაში 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები შეაფასა. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი, შეფასება 2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის აგვისტოს ბოლო პერიოდს შეიცავს და როგორც დადებით, ისე უარყოფით ტენდენციებს ასახავს. "ჩვენ გვახსოვს, რომ ამ მთავრობამ განახორციელა საკანონმდებლო ცვლილებები. მართლმსაჯულების "პირველი და მეორე ტალღის" განხორციელებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. პირველ რიგში ეს შეეხება იმას, რომ დაიხვეწა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, გაიზარდა მოსამართლეთა კონფერენციის ფუნქციები, ამან მოსამართლეთა თვითმმართველობისა და ინდივიდუალური მოსამართლის როლის ზრდა გამოიწვია. ასევე, გაიზარდა სასამართლოს სისტემის გამჭვირვალობა, დასაშვები გახდა სასამართლო სხდომების გადაღება მედიისთვის", - განაცხადა ეკა გიგაურმა. მთავარ გამოწვევად არასამთავრობო ორგანიზაციაში მოსამართლეთა არჩევის წესს მიიჩნევენ. ამასთან, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პრობლემები სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობის მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)