|
2016-09-19 16:04:46, 649 ნახვა
საზოგადოება
ახალსოფელში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა სოფელ ახალსოფელში, ახლადაშენებული საბავშვო ბაღი გახსნეს. გახსნის ცერემონიას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ. მთავრობის თავმჯდომარემ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ახალაშენებული ორსართულიანი კაპიტალური შენობა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობით, ელექტროენერგიითა და წყალმომარაგებით. სოფლის სკოლასთან ახლომდებარე ბაღი მოსახლეობის თხოვნით აშენდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ასაშენებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 693 920 ლარი გაიხარჯა. ბაღი 180 ბავშვზეა გათვლილი და ადაპტირებულია შ.შ.მ პირებისთვის. ბაღში 28 ადგილობრივია დასაქმებული. (NS)
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)