|
2016-09-19 14:39:19, 685 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, ონო შოტაროს და სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კერესელიძემ სააგენტოს რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში სამინისტროს თანამშრომლების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ონო შოტარომ აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარების პროგრამის გარდა, მათ განსაკუთრებულ ინტერესს ქართული ღვინის წარმოებისა და საქართველოში აგროტურიზმის განვითარების საკითხები წარმოადგენს. ნოდარ კერესელიძემ სააგენტოს წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ყურადღება სოფლისა და სოფლად განვითარების პროგრამაზე გაამახვილა. როგორც კერესელიძემ განმარტა, ღვინის წარმოებისა და აგროტურიზმის განვითარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებებია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების თანამშრომლებისთვის, სადაც რეგიონული განვითარების საკითხების გარდა საუბარი შეეხება „ერთი სოფელი, ერთი პროდუქტის“ კონცეფციის განხილვას. (NS)
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)