|
2016-09-19 12:05:29, 714 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: "ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" შტაბში პროვოკაციას გეგმავდა
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პროვოკაციაში ადანაშაულებს. როგორც კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გუშინ გამთენიისას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ საარჩევნო შატბში პროვოკაციების მოწყობა სცადა. „ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში, „ნაციონალური მოძრაობის“ სამი აქტივისტი შევიდა, აქედან ორი აქტივისტი სევდია უგრეხელიძის შტაბის წევრი იყო, ერთ-ერთი უბნის კოორდინატორი, ორ მათგანს ეცვა „ქართული ოცნების“ მაისურები და ორივეს ჰქონდათ ჩადებული ქამარში პისტოლეტები. ისინი შევიდნენ ოფისში, დაიწყეს საუბარი ჩვენს აქტივისტებთან, როგორც მოგვიანებით გაირკვა, პროვოკაციის მიზანი იყო ამ ფაქტის გარედან გადაღება და შემდეგ ტელევიზიის საშუალებით იმის ჩვენება, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ შტაბებში იკრიბებიან შეიარაღებული ადამიანები და კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები. ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ცვლის მოქმედების სტილს. ისინი ძლიერები არიან ბინძური პროვოკაციების მოფიქრებაში, თუმცა, აშკარაა, რომ მათ ამ პროვოკაციების აღსრულების რესურსი აღარ აქვთ”, - აღნიშნა კობახიძემ. მისივე თქმით, სამართლადამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვითარებაში ადგილზე გაერკვნენ და პირთა იდენტიფიცირება მოხდა. „მათ შორის იდენტიფიცირებულია მათი პარტიული კუთვნილება. ერთ-ერთ მათგანს თან ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ბილეთი, რომელიც გაცემულია 2016 წელს. ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია, დაგეგმილ პროვოკაციებთან დაკავშირებით, იქ უფრო მძიმე ნიშნებს ატარებს ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ, ჩვენ ამოცანად გვაქვს, რომ აღვკვეთოთ ასეთი პროვოკაციები, პრევენცია მოვახდინოთ. დეტალებს შეგნებულად არ ვაკონკრეტებთ, ჩვენ ვმუშაობთ პრევენციაზე, ჯერჯერობით სრულად ვახერხებთ ამ ყველაფერს და ასე გვინდა გავაგრძელოთ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)