12:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 10:38:09, 582 ნახვა

პოლიტიკა
გელა სამხარაული ჩაბინაანის, ზემო ხოდაშენისა და აწყურის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული სოფლების- ჩაბინაანის, ზემო ხოდაშენისა და აწყურის მოსახლეობას შეხვდა.

 დეპუტატობის კანდიდატმა  როგორც ქალაქ ახმეტის, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად, სახელმწიფომ ბევრ სფეროში ფინანსური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

 „დღეს ჯანმრთელობის პრობლემების არსებობის შემთხვევაში, უსახსრობის გამო, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გაიზარდა ზოგადი განათლების დაფინანსება, პედაგოგთა ხელფასები, მოსწავლეები სარგებლობენ უფასო სასკოლო სახელმძღვანელოებით, უფასო ტრანსპორტით. უზრუნველყოფილია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პირთა განათლება; ყურადღება მიექცა შშმ პირთა სწავლებას. სრულად ფინანსდება პროფესიული განათლება სახელმწიფო სასწავლებლებში. ეს ის სპეციალობებია, რომელ სფეროშიც კვალიფიციური კადრების დეფიციტი გვაქვს, განსაკუთრებით რეგიონებში. ამ ადამიანების დასაქმება სახელმწიფოს დღესვე შეუძლია. ეს არის ჩვენი სტრუქტურული და ინსტიტუციონალური პოლიტიკის შედეგების არასრული ჩამონათვალი, ამ ტიპის ცვლილებებსა და თითოეული თქვენგანის აქტივობაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი ცხოვრების დონე. ჩვენ გვჭირდება პროგრესი, ამ პროგრესისთვისაა აუცილებელი მომდევნო 4 წელი, რომ განვამტკიცოთ უკვე მიღებული  შედეგები. არ გვაქვს უფლება დავბრუნდეთ წარსულში“,- განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა და ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ ნებისმიერი საინტერესო ინიციატივა, მისი მხრიდან, მხარდაჭერილი და წახალისებული იქნება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics