|
2016-09-19 10:33:14, 1181 ნახვა
ეკონომიკა
ტექნოპარკში დღეს ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სავაჭრო მისია გაიმართება
დღეს, 9:30- 12:00 საათამდე, ტექნოპარკში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოსა და ლიტვის ინფორმაციულ ტექნოლოგიური (IT) კომპანიების ასოციაციის INFOBALT - ის ორგანიზებითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანაორგანიზებით, ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სავაჭრო მისია გაიმართება. როგორც "ექსპრესნიუსს" აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, ლიტვურ და ქართულ IT კომპანიებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას სტარტაპებისა და ორივე ქვეყანაში ტექნო-ინდუსტრიის განვითარების შესახებ. ღონისძიებას გახსნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე და ლიტვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - გიედრიუს პუოჯუნასი. პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრა ქართულ და ლიტვურ IT კომპანიებს მისცემს საშუალებას გაუზიარონ როგორც საკუთარი გამოცდილება, ასევე მიიღონ მათგან საჭირო ინფორმაცია მათი გამოცდილებისა და ინდუსტრიული სიახლეების შესახებ. შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს ორივე ქვეყნის ტექნო-ინდუსტრიის განვითარებას. სტარტაპებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნო-ინდუსტრიის შესახებ უცხოური გამოცდილების მიღება, ეს გახდის მათ საქმიანობას ინოვაციურს და საბოლოო ჯამში გაიზრდება დამწყები ბიზნესმენების პოტენციალი, მოიპოვონ წარმატება საერთაშორისო ბაზარზე. „ჩატარებული სავაჭრო მისიის შედეგად ტექნო-ინდუსტრიის სფეროში სიახლეების დანერგვა და სფეროს განვითარება საშუალებას მისცემს IT სპეციალისტებსა და დეველოპერებს ეფექტიანად გამოიყენონ სიახლეები, რაც სამომავლოდ მათ სწრაფ განვითარებასა და წარმატებაზე იმოქმედებს. უცხოელი პარტნიორების ცოდნის გაზიარება საქართველოსთვის, ქვეყანაში მომავლის პროფესიების განვითარებას უწყობს ხელს. სწორი ხედვა და პროფესიონალიზმი აღნიშნული სფეროს განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის წინსვლის გარანტიაა", - განაცხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)