12:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 10:17:29, 679 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ხიდაშელი: ჩემი საარჩევნო პლაკატები დააზიანეს და "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი კანდიდატის პლაკატებით დაფარეს

საბურთალოს #4 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატის თამარ ხიდაშელის განცხადებით,  18 სექტემბერს დიდ დიღომში, პეტრე იბერისა და მირიან მეფის ქუჩაზე, მისი საარჩევნო პლაკატები მიზანმიმართულად დააზიანეს  და დაფარეს  საარჩევნო სუბიექტის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატის  საარჩევნო პლაკატებით. 

"აღნიშნული ქმედება ისჯება  საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის , მე-71 ნაწილით,   კერძოდ:  „დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული“ 

ამავე კანონის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისთვის ხელის შეშლა  ითვალისწინებს ფულად ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით",-ნათქვამია მის განცხადებაში.
თამარ ხიდაშელი  „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას” და თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს  რეაგირებისთვის მიმართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics