|
2016-09-19 10:08:21, 577 ნახვა
პოლიტიკა
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ
მუხიანი-გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან კობერიძე ამომრჩეველს შეხვდა და მომავალი საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მან მოსახლეობასთან მუხიანი-გლდანის რაიონის პერპსეპქტივებზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენი მისია მდგომარეობს იმაში, რომ არ დაიკარგოს დიალოგი ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის, მე, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი გპირდებით, რომ მომავალში ჩემი ბიურო არასდროს დაიხურება თქვენთვის, თქვენ არ გეყოლებათ დეპუტატი, რომელიც უნდა ეძებოთ, რომ მოუყვეთ პრობლემები, ეს არის ჩემი მთავარი დაპირება იმასთან ერთად, რასაც მთლიანად „ქართული ოცნება“ გპირდებათ. მე ჩემს გონებაში აქაურობას "მუხიანისა და გლდანის ეკოსისტემა" დავარქვი. ეს არის ეკოსისტემა, რომელიც მყუდრო, მწვანე უბნისგან და თითოეული თქვენგანისგან, თქვენი შვილებისგან შედგება. ამ ყველაფერს სჭირდება მოფრთხილება და განვითარება და ჩვენ ერთად შევძლებთ მოვუაროთ ჩვენს მუხიანსა და გლდანს" - განაცხადა ლევან კობერიძემ. მუხიანი-გლდანის მოსახლოებასთან შეხვედრას, ლევან კობერიძესთან, ერთად პარტიის ახალი სახეები, მამუკა მდინარაძე, სოფიო კილაძე და ირინა ფრუიძეც ესწრებოდნენ. (NS)
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)