|
2016-09-17 18:45:26, 743 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში ირაკლი სესიაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად შეხვედრა თელავის N11 უბნის ამომრჩევლებთან შედგა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე. „ღრმავდება პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები რეგიონის ყველა ქვეყანასთან. გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები „აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელების მიმართულებით, დასრულდა მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ეს არის უპრეცედენტო შედეგი, რომლის თანახმადაც, ჩვენი პროდუქციის და მომსახურების 95 %-ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე შევა დამატებითი გადასახადების გარეშე“,-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა. დეპუტატობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სრული ინტერნეტიზაციის უნიკალურ პროექტზე. მისივე თქმით, დამატებით 200 000 ოჯახი ბუნებრივი აირით, 120 000 ოჯახი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. „ასევე, აღსანიშნავია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლითაც ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ისარგებლა, სრულიად უფასოა C ჰეპატიტის მკურნალობა. შეიქმნა „სოლიდარობის ფონდი“ ,რომელმაც დაფინანსა სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. ამასთან, როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, თელავში, რუსთაველის გამზირიზე განხორციელდა ტროტუარების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხის შეკეთება, რომლის ღირებულებამ 62 000 ლარი შეადგინა, ასევე მოასფალტდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოები და მისასვლელები, ვახუშტისა და ციციშვილის ქუჩები, მოეწყო გარეგანათება, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კახეთის რეგიონული არქივის შენობას. კანდიდატმა მადლობა გადაუხადა მოსახლეობას გულთბილი მიღებისთვის. (NS)
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)