|
2016-09-17 13:50:43, 784 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: არ გამიკვირდება, „ოცნების“ წარმომადგენელმა თქვას, რომ „ნაციონალებმა“ ერთმანეთი სცემეს
კორცხელის ინციდენტიდან 2 თვე გავიდა და დამნაშავეთა დასჯა არ მომხდარა. სანამ მკაცრად არ დასჯიან თავისიანს, სამართლიანობის აღდგენა არ დაიწყება, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძე გუშინ სოფელ გამარჯვებაში „ნაციონალებსა“ და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის დაპირისპირებას. ამასთან, „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ცინცაძემ აღნიშნა, რომ მთელი 4 წელი „ოცნების“ წარმომადგენლები „ნაციონალებსა“ და მათ მხარდაჭერებს, იგივე თვითმმართველობის არჩევნებში, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ფანჯრებიდან ყრიდნენ და ა.შ. „ქალბატონი მანანა კობახიძე და სხვები კი, გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ამ ფაქტების წინააღმდეგები იყვნენ, მაგრამ მოძალადეებისაც ესმოდათ. ეს ყველაფერი ძალადობის გამართლება იყო.“ „მე არ გამიკვირდება, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გამოვიდეს და თქვას, რომ „ნაციონალებმა“ ერთმანეთი სცემეს, რათა ეს მმართველ გუნდს დაბრალებოდა. მთელი 4 წელი „ოცნების“ წარმომადგენლები „ნაციონალებსა“ და მათ მხარდაჭერებს, იგივე თვითმმართველობის არჩევნებში, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ფანჯრებიდან ყრიდნენ და ა.შ. ქალბატონი მანანა კობახიძე და სხვები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ამ ფაქტების წინააღმდეგები იყვნენ, მაგრამ მოძალადეებისაც ესმოდათ. ეს ყველაფერი ძალადობის გამართლება იყო. მადლობა ღმერთს, რომ ეს მკვლელობები არ არის. ელემენტარულად, კორცხელის ინციდენტიდან 2 თვე გავიდა და დამნაშავეთა დასჯა არ მომხდარა. ყველაფერზე ამბობენ, რომ „ოცნების“ წარმომადგენლები პროვოკაციაზე წამოაგეს. ეგრე პროვოკაციაზე 2008 წელს მიშაც წამოაგეს. თუმცა, ამას ვინმე ამართლებს? ამიტომ, სანამ მკაცრად არ დასჯიან თავისიანს, სამართლიანობის აღდგენა არ დაიწყება. მე პრემიერს ვურჩევდი ჯერ 2-3 კორუმპირებული და დამნაშავე თავისიანი დაიჭირონ და მერე ექნებათ ნდობა. ვინმე თავისიანი დაიჭირეს? ყოველთვის ამბობენ, რომ რა ვქნათ, ეს ხალხის ნებაა. ხალხს რომ ბრბოდ აქცევ, ის ხალხი არ არის. როდესაც „ოცნების“ აქტივისტი „ნაციონალს“ ცემს და იქ ვინმე პატარა უფროსი შეაქებს, ეს არის უბედურება. ნდობის ფაქტორი გაქრა - მალე პრემიერსაც აღარ გამოუცხადებენ ნდობას“, - განაცხადა ცინცაძემ. ცნობისთვის, გუშინ ნუგზარ წიკლაურმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ შტაბის თანამშრომელს და ადგილზე ნაცემია ორი ადამიანი.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში, პოლიციელებმა დაკავების დროს ჯგუფურად იძალადეს, კლინიკა დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)