|
2016-09-16 18:24:57, 569 ნახვა
პოლიტიკა
ჯავახიშვილი: წინასაარჩევნოდ ტვინები ცხელდება და ძალიან ბევრ „საინტერესო“ განცხადებას მოისმენთ
„ნუ გაგიკვირდებათ, წინასაარჩევნოდ ტვინები ცხელდება და „ძალიან ბევრ საინტერესო“ განცხადებას მოისმენთ”,-ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა პაატა ბურჭულაძის მიერ მმართველი გუნდის მისამართით გამოთქმულ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, ისინი რუსეთის უშიშროების სამსახურთან თამაშრომლობენ. მისივე აზრით, ბურჭულაძე-გვარამიას საუბრის ჩანაწერის გავრცელება, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერსებში შედის: „ნუ გაგიკვირდებათ, წინასაარჩევნოდ ტვინები ცხელდება და „ძალიან ბევრ საინტერესო“ განცხადებას მოისმენთ. ნახევარი საბჭოთაკავშირის პერიოდში ვიცხოვრე და მაშინაც კი არ მქონია საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებთან ოდნავი შეხებაც კი, ახლა შეიძლება ეს ვინმემ დამაბრალოს?! კითხვა. მმართველი გუნდი საუბრობს, რომ ეს ნიკა გვარამიას(ნაციოანურლი მოძრაობის და ბურჭულაძის ინტერესებს ემსახურება „სრულიად განსხვავებული განცხადებებია, როდესაც ჩვენები საუბრობენ, რომ ეს მათ ინტერესებშია, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს რამეს ვაბრალებთ. ეს ფაქტია, შეიძლება თქვენ რაღაც ცუდი, ან კარგი თქვათ ჩემზე და ეს ცუდიც და კარგიც შეიძლება განსხვავებულად იყოს ჩემს ინტერესებში. ვთვლი, რომ კორექტული განცხადება გაკეთდა და მეც ვეთანხმები, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში“,-განაცადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში, პოლიციელებმა დაკავების დროს ჯგუფურად იძალადეს, კლინიკა დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)