|
2016-09-16 15:09:36, 1827 ნახვა
საზოგადოება
თბილისში პირველი მაღალტექნოლოგიური ცენტრი „სილიკონი ველი თბილისი“ გაიხსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში პირველი მაღალტექნოლოგიური ცენტრი „სილიკონი ველი თბილისი“ გახსნა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, „სილიკონი ველი თბილისი“ არის უმნიშვნელოვანესი მაღალტექნოლოგიური პროექტი, რომელიც პირველი კერძო ინვესტიციაა მაღალტექნოლოგიური მიმართულებით. „ძალიან სასიხარულოა, რომ მთავრობის ინიციატივები, რომლებიც დაიწყო შარშან პირველი ტექნოპრკის გახსნით, ასე აიტაცა კერძო სექტორმა. ჩვენ ძალიან გვახარებს კომპლექსური ხედვა, რომელიც ამ ჯგუფს აქვს და ის ინფრასტრუქტურის მრავალფეროვნება, რომელიც აქ არის. ეს არის სკოლები, ეს არის მაღალტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ეს არის აიტი საინფორმაციოტექნლოგიების მიმართულება, ლაბორატორიები, ტრენინგ ცენტრები და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ინოვაციური აზროვნების და სამეწარმეო სულისკვეთების განვითარებას ქვეყანაში და იქნება დამხმარე ინფრასტრუქტურა, ყველა ინოვაციურად მოაზროვნე ახალგაზრდისათვის და არა მარტო ახალგაზრდისათვის. ძალიან კარგია, რომ ამ ცენტრის ბაზაზე იმუშავებს დუალური განათლების პროფესიული განათლების მოდელი, რომელიც ერთდროულად ითვალისწინებს სწავლას და მუშაობას პირდაპირ მიმართულია დასაქმებისკენ და პირდაპირ ეხმიანება მთავრობის 4პუნქტიანი რეფორმების გეგმას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ ქუთაისში დაიწყო უპრეცედენტო, საუკუნის პროექტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა.. „ეს გახლავთ ერთი მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი, რომელიც თბილისში არსებულ ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთად, ერთ დიდ ძალიან მნიშვნელოვან კომპლექსს ქმნის, რომელიც აშენების შემდეგ გადმოეცემა მთავრობას. ეს არის პროექტი, რომელიც ძირეულ ცვლილებებს შეიტანს საქართველოში მაღალი ტექნლოგიების და მთლიანად ტექნიკური განათლების მიმართულებით და იქნება მართლაც და თვისობრივი ცვლილების შემტანი ქვეყნის განვითარებაში. ძალიან მახარებს, რომ კერძო ინვესტორებმა აიტაცეს ეს ინიციატივა და თბილსიში დღეს უკვე ვხსნით ახალ, კერძომაღალტექნოლოგიურ ცენტრს „სილიკონ ველი თბილისი“. ეს არის მართლაც და მისალოცი ყველასთვის. უპირველეს ყოვლისა თქვენთვის, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვან ადგილას ღებულობთ განათლებას. მინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა კერძო მეწარმეს. დიდი მადლობა, გილოცავთ ყველას, ეს დიდი ნაბიჯია საქართველოს განვითარებაში, რომელიც სტრუქტურულად შეცვლის ჩვენს ეკონომიკას და საქართველოს განათლებას ექსპორტზე გაიტანს. საქართველო გახდება მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტიორი ქვეყანა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
ინვესტიციები თუ ანაბარი - როგორ დავაბანდოთ დანაზოგი ჭკვიანურად?
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)