|
2015-03-12 16:44:50, 946 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ფასების საერთო დონე თებერვალში დაახლოებით 0,11%-ით გაიზარდა
„ფასების საერთო დონე იანვარში დეკემბერთან შედარებით გაიზარდა მხოლოდ 0,35 პროცენტით, ხოლო თებერვალში დაახლოებით 0,11 პროცენტით“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. ხადურის თქმით, საგარეო ფაქტორებმა გაძლიერებულ დოლართან ერთად გაცვლითი კურსის ცვალებადობა გამოიწვია. „2014 წელს საქართველოს შიდა პროდუქტი 4.5%-თ გაიზარდა, ეს წინასწარი შეფასებაა, რაც თითქმის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რეგიონში. გამონაკლისს შეადგენს თურქმენეთი და უზბეკეთი. ეკონომიკური ზრდის პროცენტი პროგნოზირებულზე 5%-ზე მაღალი იქნებოდა, რომ არა საგარეო ფაქტორები. ეს არ შეეხება მხოლოდ რუსეთსა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, არამედ საქართველოს სხვა საექსპორტო ქვეყნებშიც, რომელშიც მათი ეკონომიკაზე ჩვენს ეკონომიკაზე მჭიდროდაა დაკვშირებული. ზოგადად ექსპორტის კლებაა, აზერბაიჯანში, ბელორუსში, ყაზახეთში და სხვა. სავალუტო შემოდინების სიდიდე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ფულად გზავნილებზე რუსეთიდან, საბერძნეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, უცხოური ვალუტის აღნიშნული არხიც შემცირებულია, რამაც ასევე ზეგავლენა მოახდინა გაცვლით კურსზე. სწორედ ამ საგარეო ფაქტორებმა გაძლიერებულ დოლართან ერთად გამოიწვია გაცვლითი კურსის ცვალებადობა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ლარი გამყარდა მათავარ სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან, რაც არ გვაძლევს ვალუტის გაუფასურების შედეგად ექსპორტის წახალისების ეფექტს. დოლართან ლარის გაუფასურების ფონზე, უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციის დაბალი მაჩვენებლებია. ფასების საერთო დონე იანვარში დეკემბერთან შედარებით გაიზარდა მხოლოდ 0,35 პროცენტით, ხოლო თებერვალში დაახლოებით 0,11 პროცენტით“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)