|
2016-09-16 14:33:20, 612 ნახვა
საზოგადოება
ბათუმი დღეს ევროპის რეგიონთა ასამბლეის შავი ზღვის მე-6 სამიტს მასპინძლობს
სამიტი, ევროპის რეგიონთა ასამბლეის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ჰანდე ბოზათლიმ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნეს. ,, ჩვენ რეგიონში არ წყდება კონფერენციების, სამიტებისა და ფორუმების ნაკადი. ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი ერას კონფერენცია, რომელიც აჭარაში პირველად ტარდება. ბათუმი ძალიან ბევრ მაღალჩინოსან სტუმარს მასპინძლობს ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებიდან. დღეს, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ბათუმი ნამდვილად ევროპული ქალაქია, სწორი გზითა და მიმართულებით ევროპისკენ. ამ ორგანიზაციასთან ერთად განვიხილავთ სხვადასხვა პროექტებს. მათი ხელშეწყობით ბევრი ახალგაზრდა გაემგზავრება კვალიფიკაციის ასამაღლებლად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. დაგეგმილია მრავალი ერთობლივი ღონისძიება. ეს არის თანამშრომლობა, როგორც პოლიტიკური, ასევე კულტურულ-ჰუმანიტარული, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის, ჩვენი ქალაქის განვითარებას"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ევროპის რეგიონთა ასამბლეის სამიტი საქართველოში პირველად ტარდება და მას ევროპის წამყვანი რეგიონების 80-მდე დელეგატი ესწრება. აჭარის რეგიონის შესახებ სტუმრების წინაშე სპეციალური პრეზენტაციით აჭარის მთავრობის წარმომადგენლები წარსდგენ. გაიმართა 2014-2020 წლების ერთობლივი სამოქმედო პროგრამის პრეზენტაცია, იმსჯელეს ბიზნესისა და მეწარმეობის როლზე სოფლის მეურნეობაში, შავი ზღვის რეგიონში გარემოსდაცვით გამოწვევებსა და სასწავლო ქსელების გამოყენებით მიღწეული მდგრადი განვითარების საკითხებზე. ევროპის რეგიონთა ასამბლეა წარმოადგენს რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმს და ევროპის დონეზე რეგიონთა ინტერესების დაცვის ფართო ქსელს, რომელშიც გაერთიანებულია ევროპის 35 ქვეყნის რეგიონები და 15 რეგიონთაშორისი ორგანიზაცია. საქართველოს ერას ასამბლეაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ აჭარა და გურიაა წარმოდგენილი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ჯერ კიდევ 1997 გახდა ევროპის რეგიონთა ასამბლეის სრულუფლებიანი წევრი. სხვა ევროპულ ორგანიზაციებთან ერთად, ერა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს რეგიონულ დონეზე ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობაში. ევროპის რეგიონთა ასამბლეის შავი ზღვის სამიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და ორგანიზებით ტარდება.https://www.youtube.com/watch?v=cAY6ZdYgnzg&feature=youtu.be
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
ინვესტიციები თუ ანაბარი - როგორ დავაბანდოთ დანაზოგი ჭკვიანურად?
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)