|
2016-09-16 14:23:59, 584 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანიამ ორწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. როგორც ანგარიშის წარდგენისას დავით ნარმანიამ განაცხადა, ორი წლის წინ, როცა „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებოდა, თბილისის საზოგადოებას წარედგინა 41-პუნქტიანი საარჩევნო პროგრამა, თუ რის გაკეთებას აპირებდა და როგორ ხედავდა გუნდი დედაქალაქის განვითარების პერსპექტივებს. თბილისის მერის თქმით, პრობლემების მოგვარების 41 პუნქტი არ ყოფილა ტრადიციული წინასაარჩევნო დაპირებების ზოგადი ჩამონათვალი. ეს იყო თბილისის მოსახლეობასთან რამდენიმეთვიანი ურთიერთობების ერთგვარი რეზიუმე და პასუხი ყველა იმ კითხვასა და მოთხოვნაზე, რაც თბილისელებს წლების განმავლობაში აწუხებდა. „მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი გუნდი ამ ორი წლის განმავლობაში, სწორედ ამ დაპირებების გათვალისწინებით და მათი შესრულებისთვის მუშაობდა, ეს იყო ამოსავალი პრინციპი 2015 და 2016 წლების ბიუჯეტების შედგენის დროსაც _ გაგვეთვალისწინებინა და გაგვეკეთებინა ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება თბილისელებს. ამიტომაც, დედაქალაქის ბოლო ორი წლის ბიუჯეტი მკვეთრად არის ორიენტირებული სოციალურ საკითხებზე. პრაქტიკულად გაორმაგებულია ყველა სახის სოციალური დახმარება, დამატებულია რამდენიმე ახალი პროგრამა. ჯანმრთელობის დაცვის, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგებაზე, ქალაქის გამწვანებაზე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ქსელის რეაბილიტაცია-გაფართოებაზე”, - განაცხადა დავით ნარმანიამ. „მით უფრო იმ პირობებში, როცა მთლიანად სტრუქტურაში დაგვხვდა აუწყობელი სისტემა და არ არსებობდა მართვის თანამედროვე, დემოკრატიული სტილი. უფრო სწორად, ყველაფერი აწყობილი იყო ერთი ადამიანის სუბიექტურ გადაწყვეტილებებზე. ჩვენი მიზანი იყო, ლოკალური პრობლემების მოგვარების პარალელურად, შეგვექმნა ქალაქის განვითარების გრძელვადიანი, სტაბილური სისტემა, რომელიც აღარ იქნება დამოკიდებული პერსონების სუბიექტურ გადაწყვეტილებებზე. ამ ორ წელიწადში უნდა გამოჩენილიყო პრობლემების გადაწყვეტის და ქალაქის განვითარების ტენდენციები. ეს ტენდენციები თვალსაჩინოა და მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
პროკურატურამ 6 მოძალადე პოლიციელი დააკავა, მათ ბრალად ედებათ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით
გორში, პოლიციელთა ძალადობის კადრები ჟურნალისტებმა საკუთარი ფანჯრიდან გადაიღეს
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)