|
2016-09-15 19:35:47, 2003 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში ადგილობრივებსა და მიგრანტებს შორის შეტაკება მოხდა
აღმოსავლეთ გერმანიაში, ქალაქ ბაუტცენში ადგილობრივ მცხოვრებლებსა და მიგრანტებს შორის შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC წერს, დაახლოებით 80-მდე ქალი და მამაკაცი 20 ლტოლვილს დაუპირისპირდა. მიგრანტებმა ლტოლვილთა ცენტრს შეაფარეს თავი, სადაც მათ ახლა პოლიცია იცავს. მედია საშუალების ინფორმაციით, ბაუტცენში შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც უცნობმა პირებმა 32 წლის მამაკაცს ბოთლი ესროლეს, რის გამოც მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ინციდენტამდე ადგილობრივებმა მიგრანტები ქალაქის ცენტრალური მოედნის დაკავებაში დაადანაშაულეს. თვითმხილეველის თქმით, სამართალდამცველებმა მიგრანტებს დაშლისკენ მოუწოდეს, საპასუხოდ მათ პოლიციას ბოთლები ესროლეს. როდესაც მიგრანტები მოედანს ტოვებდნენ, მათ ადგილობრივი მცხოვრებლების ჯგუფი გაედევნა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელშიც დაშავებული მაროკოელი ლტოლვილი იმყოფებოდა. ქალაქის მერმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქალაქში პოლიციის დამატებითი რაზმები განთავსდება. ქალაქ ბაუტცენში მიმდინარე წელს ანტიიმიგრანტული განწყობა საგრძნობლად გაძლიერდა. BBC-ის ცნობით, თებერვალში ადგილორბივების ჯგუფი ლტოლვილთა ცენტრში გაჩენილ ხანძარს ტაშით შეეგება. ცნობისთვის, გერმანიის ფედერალური პოლიციის ინფორმაციით, 2016 წელს ქვეყანაში მიგრანტთა თავშესაფრებზე 700 თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)