|
2016-09-15 17:36:25, 1310 ნახვა
სამართალი
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გოდერძი თევზაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა
დემურ სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ყოფილი პოლიციელის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით არის აღძრული - თვითმკვლელობამდე მიყვანა და სამსახურებრივი მოვალეობის ძალადობრივი გადამეტება. ცნობისთვის, 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ გოდერძი თევზაძეს სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა რამდენიმე კვირის წინ დაუსწრებლად შეუფარდა, რადგან ის მიმალვაში იმყოფებოდა. თევზაძე სამართალდამცველებს 2 დღის წინ ჩაბარდა. შეგახსენებთ, დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან გარდაცვალებამდე წერილი დატოვა, სადაც პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)