|
2016-09-15 16:01:59, 673 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
პრეზიდენტის რეზიდენციაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, სხდომაზე ორ საკითხს განიხილავენ: საქართველოს სამხედრო ძალათა რაოდენობის განსაზღვრა 2017 წლისთვის; საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები. აღნიშნულ საკითხებზე მომხსენებლები არიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. სხდომაზე იმყოფებიან: პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია; გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური; უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი. ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას არ ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე. ისინი საქართველოში არ იმყოფებიან. სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარები არ გაკეთებულა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)