10:51 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 13:12:05, 695 ნახვა

პოლიტიკა
გელა სამხარაული სოფელ იყალთოს ამომრჩეველს შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული სოფელ იყალთოს ამომრჩეველს შეხვდა.

კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში იყალთოს ახალ როლზე გაამახვილა- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტის „ქვევრის სკოლა-სახელოსნოს“ მშენებლობა და რაც მთავარია, იყალთოს სამონასტრო კომპლექსი, რომელიც  მისი ერთგვარი სავიზიტო ბარათი და ტურისტების მოზიდვის წყარო გახდება.

 გელა სამხარაულმა ვრცლად ისაუბრა სოციალურ საკითხებზეც.

 „გაუმჯობესებული სოციალური დაცვის პაკეტი, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ჩ-ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა, გაზრდილი პენსიები, ახალი ამბულატორიები- აი ეს არის ადამიანებზე ზრუნვა, ეს შევძელით ჩვენ. სამომავლოდ განვახორციელებთ საპენსიო რეფორმას და პენსიონერებს დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს გავუჩენთ, ქრონიკული დაავადებების მქონე უმწეოებსა და პენსიონერებს პირველადი მედიკამენტების 95%-ს სახელმწიფო დაგიფინანსებთ. ჩვენ თანაბრად ვზრუნავთ და არ ვახდენთ სოფლისა და ქალაქის დიფერენცირებას, ნებისმიერი სახელმწიფო სერვისი ყველა მოქალაქისთვის ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და დროული უნდა იყოს“,- განაცხადა კანდიდატმა.

 მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სოფლის ექიმის პროექტს და სოფლის ექიმების გადამზადებას, რომ მათი სტატუსი თანამედროვე მიდგომების შესაბამისი გახდეს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
შვედეთი უკრაინას Gripen-ის თვითმფრინავების მიაწოდებს
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics