|
2016-09-15 12:09:10, 499 ნახვა
პოლიტიკა
თამაზ ნავერიანი ეკომიგრანტი ოჯახების პრობლემებს გაეცნო
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 36-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამაზ ნავერიანი ამჯერად, იაღლუჯის ქ. N70–ში მცხოვრებ ეკომიგრანტებს შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატი დეტალურად გაეცნო მარნეულში, ე.წ ელევატორის დასახლებაში, ავარიულ კორპუსებში მცხოვრები, საჩხერიდან მიწისძვრის დროს ჩამოსახლებული ეკომიგრანტი ოჯახების პრობლემებს. ეკომიგრანტებთან შეხვედრაზე, მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებმაც შეხვედრაზე მყოფ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოახსენეს, მათთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში გაწეული სამუშაოების შესახებ. მათი განმარტებით, თვითმმართველობა მაქსიმალურადაა ჩართული იმ იდეის განხორციელებაში, რომელიც ეკომიგრანტებისათვის მათ საკუთრებაში არსებულ სასოფლო – სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი სახლების აშენებას და ეკოსოფლის დაარსებას გულისხმობს. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდა გეოლოგიური დასკვნის მომზადება და ტოპო გეგმების შედგენაც. მაჟორიტარობის კანდიდატი ეკომიგრანტებს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მათთვის საცხოვრებელი სახლის აშენების საქმეში სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)