|
2016-09-15 11:37:32, 625 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრმა დაღუპული პოლიციელის პირველკლასელი შვილი სკოლაში წაიყვანა
2015 წელს კრიმინალის მიერ მოკლული პოლიციელის, გიორგი ბერუაშვილის შვილი სკოლაში პირველად შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა წაიყვანა. გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, ტრადიციად დამკვიდრდა, რომ შსს-ს დაღუპული თანამშრომლების უმცროსლკასელ შვილებს შს მინისტრი და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები სასწავლო წლის დაწყებას პირადად მიულოცავენ, საჩუქრებს გადასცემენ და სკოლაში წაიყვანენ. წელს გიორგი მღებრიშვილი, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, გიორგი ბერუაშვილის პირველკლასელ შვილს - თამარ ბერუაშვილს ბორჯომში ესტუმრა, საჩუქრები გადასცა და სკოლაში წაიყვანა. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი ბერუაშვილი 2015 წლის 23 იანვარს ლიკანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მეწყვილესთან ერთად პატრულირებისას, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა. დამნაშავემ შემხვედრ პოლიციელებს დანახვისთანავე ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად, ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. პოლიციამ დამნაშავე დააკავა. ექიმებმა დაჭრილი პოლიციელების გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა, მდგომარეობის სიმძიმის გამო, გიორგი ბერუაშვილი გარდაიცვალა. „ქუჩას, სადაც პატარა თამარს სკოლაში წასაყვანად მივაკითხე, მისი გმირი მამის სახელი ჰქვია, მამის, რომლის სიცოცხლე კრიმინალის ტყვიამ იმსხვერპლა... ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ამ ქუჩის გავლა, მძიმეა ის პასუხისმგებლობა, რომ ცხოვრების ამ უმნიშველოვანეს ეტაპზე გიორგის მაგივრად მისი შვილი სკოლაში პირველად მე უნდა მივიყვანო... დღეს თამარის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა, რომელიც მამასთან ერთად უნდა გაეზიარებინა... დღეს მის გვერდით მთელი პოლიციაა, ის მთელი ცხოვრება ჩვენი დიდი ოჯახის წევრი იქნება... ჩვენ ჩვენი დაღუპული თანამებრძოლების შვილებზე ყოველთვის ვიზრუნებთ“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა.
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)