|
2016-09-14 17:25:10, 604 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე: ქვეყანაში „კაგებეშნიკური“ მეთოდები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს
ეს ჩანაწერი ყველასთვის მნიშვნელოვანი სიგნალია. ჩვენ არ გვინდოდა, რომ გასაღები შიგნით დარჩენილიყო და ეს სწორი გადაწყვეტილება არ იყო. მაგ სისტემაში მაქსიმალური ტრანსპარენტულობა გვინდა, - ასე ეხმაურება პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას საუბრის ჩანაწერის გავრცელებას. „ჩვენ პარლამენტში მოსმენების შესახებ კანონს მხარი არ დავუჭირეთ და ერთი ამბავი ავტეხეთ. ეს ჩანაწერი ყველასთვის მნიშვნელოვანი სიგნალია. ჩვენ არ გვინდოდა, რომ გასაღები შიგნით დარჩენილიყო და ეს სწორი გადაწყვეტილება არ იყო. მაგ სისტემაში მაქსიმალური ტრანსპარენტულობა გვინდა. ეს არის ეპოქალური ცვლილება, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა მოხდეს. ქვეყანაში „კაგებეშნიკური“ მეთოდები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. სასარგებლო ლუსტრაციის პერიოდია და ეს სასარგებლოა“, - აცხადებს „ექსპრენსიუსთან“ საუბრისას დოლიძემ. შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარი გავრცელდა. ჩანაწერში ისინი პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, თუმცა „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არ უარყოფს, რომ პაატა ბურჭულაძესთან მსგავსი საუბარი ჰქონდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)