|
2016-09-14 16:23:36, 1244 ნახვა
კომენტარი
ეკა მიშველაძე: მედიის მიერ მსგავსი ჩანაწერების ტირაჟირება უნდა დასრულდეს
პრეზიდენტის პრეს-სპიკერი ეკა მიშველაძე ინტერნეტსივრცეში პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას საუბრის გავრცელებას ეხმაურება. მიშველაძის თქმით, საქართველოში მსგავსი ჩანაწერების გაკეთებისა და შემდეგ გავრცელების პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ამასთან, მიშველაძის შეფასებით, ასევე დაუშვებელია ფარული ჩანაწერების მედიის მიერ ტირაჟირება: "უნდა დასრუდლეს მედიის მიერ მსგავსი ჩანაწერების ტირაჟირება, რადგან ეს არის ორი ადამიანის პირადი საუბარი. მართალია ამ საუბარში არაფერი სკანდალური არ არის, რასაც ჩვენ მიგვაჩვიეს მთელი ამ წლის განმავლობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არის ორი ადამიანის კერძო საუბარი, მათი პირადი სივრცე. თუ იქნებოდა ამ ადამიანების სურვილი, მათ შეეძლოთ გაევრცელებინათ, რომელ მედიასაშუალებაშიც უნდოდათ იქ. ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გაითავისოს დაწყებული ხელისუფლებიდან, დამთავრებული მედიის წარმომადგენლებით და ნებისმიერი მოქალაქის ჩათვლით, რომ მსგავსი ჩანაწერების გაკეთება-გავრცელება და შემდეგ ტირაჟირება დაუშვებელია",-განაცხადა ეკა მიშველაძემ. შგახსენებთ, ინტერნეტში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარი გავრცელდა. ჩანაწერში ისინი პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, თუმცა „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არ უარყოფს, რომ პაატა ბურჭულაძესთან მსგავსი საუბარი ჰქონდა.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)