|
2016-09-14 15:24:46, 1156 ნახვა
პოლიტიკა
ბერძენიშვილი: ჩვენ შიდა საუბრები გარეთ არ გამოგვქონდა, სანამ ეს ივანიშივლმა არ დაიწყო, თანაც ტყუილების ჩართვით
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, „რესპუბლიკელები“ მზად არიან ივანიშვილი ყველა ტყუილში ამხილონ. „ჩვენ ეს საუბრები გარეთ არ გამოგვქონდა, სანამ ივანიშვილმა თავად არ დაიწყო შიდა საუბრების გასაჯაროება, თანაც ტყუილების ჩართვით. მოვუწოდებ ივანიშვილს, რომ თუ რაიმეს გახსენებას აპირებს, ჯობს, სიმართლე გაიხსენოს. ყოფილმა პრემიერმა ერთი კუბლაშვილის მეშვეობით მურუსიძე დაიახლოვა, ხოლო მეორე ძმის საშუალებით „გირჩის“ პროექტი განახორციელა და ეს პოლიტიკური ძალა ბურჭულაძესთან მიიყვანა, რაც გიორგი რუხაძემაც დაადასტურა. ჩვენ მზად ვართ ივანიშვილი ყოველ ტყუილში ვამხილოთ. მე ამითი ბედნიერი არ ვარ. მოვუწოდებ ივანიშვილს საკუთარი ინტერპრეტაცია და შეგნებული ტყუილებით შარშანდელი და იმისწინანდელი ამბების გახსენება შეწყვიტოს. ივანიშვილი პოლიტიკურ ნაბიჯებს „რესპუბლიკელებთან“ ათანხმებდა. შეთანხმებები ხდებოდა ხიდაშელთან, ბერძენიშვილტან, სამნიძესთან და ა.შ. ჩვენი ბევრი შეხვედრ გვქონდა, მაგრამ დეტალები გარეთ არ გამოგვიტანია. ანტიდისკრიმინაციული კანონი, რაც ვიზალიბერალიზაციის გზაზე მნიშვნელოვანი იყო „ოცნებამ“ ივანიშვილის ლექციის მერე დაუჭირა მხარი. ასე, რომ 2015 წელს ივანიშვილმა იცოდა, რომ „რესპუბლიკელების“ გარეშე გაუჭირდებოდა“, - განაცხადა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ბერძენიშვილმა. შეგახსენებთ, რომ რეგიონებში მედიასთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა „რესპუბლიკელები“ არაერთხელ გააკრიტიკა. მისი განცხადებით, „რესპუბლიკური“ პარტია არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური სუბიექტია, რომლის ინტერესებიც ხშირად „ნაციონალური მოძრაობის“ მოსაზრებებს ემთხვეოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)