|
2016-09-14 12:43:42, 743 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია: ივანიშვილი ხვდება, რომ არჩევნებს წააგებს - ყველაფერი 8 ოქტომბერს დამთავრდება
ივანიშვილის გუნდმა, ქვეყანა მიიყვანა უფსკრულის პირას, ახლა ხვდება რომ წააგებს არჩევნებს და ბოდვას გვთავაზობს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ყველაფერი 8 ოქტომბერს დასრულდება. “ბიძინა ივანიშვილი და ივანიშვილის გუნდი, რომელმაც ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანა და რომლისგანაც ოთხი წელი, მავნებლობისა და უნიათობის გარდა არაფერი გვინახავს, ახლა ხედავს, რომ არჩევნებს წააგებს და მორიგად, ბოდვას გვთავაზობს. ეს არის პირველი შემთხვევა - დაწყებული საბურავებით და გაგრძელებული ჭიკაიძით. ახლა ამაში ე.წ. პრემიერ-მინისტრიც ჩაერთო. ეს მთავრობა იმისთვის აირჩიეს, რომ საქმისთვის მიეხედა და ამის ნაცვლად, აი ამ აბსურდს ვისმენთ. ეს ყველაფერი 8 ოქტომბრის შემდეგ დამთავრდება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები. ბრძანების შესაბამისად, არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ღონისძიებებს განახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)