|
2016-09-14 12:03:41, 574 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი უსუფაშვილზე: დედა რა იყო ეს, დაბნეულობას და წინაისტერიულ ფონს აქვს ადგილი
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი, დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა შესთავაზა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, "დაბნეულობას და წინაისტერიულ ფონს აქვს ადგილი". "დედა რა იყო ეს? რატომ შესთავაზეს, ან მერე უარი რატომ თქვა. რაღაც საკითხებს ყვება ისეთს, რაზეც პოლიტიკოსებს შორის ჩვეულებრივი საუბარი ხდება, მაგრამ როდესაც ამას პოლიტიკურ განცხადებებში გამოიყენებ, ვფიქრობ, დაბნეულობას და წინაისტერიულ ფონს აქვს ადგილი", - განაცხადა ვოლსკიმ. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ აკეტებს მსგავს განცხადებებს ივანიშვილიც, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერი უყვება საზოგადოებას, თუ რა ხდება კულისებში და რა ხდებოდა მის დროს. "პოლიტიკურ ასპარეზზე როცა ხარ ადამიანი, ალბათ უფრო ღიაც უნდა იყო საზოგადოებისთვის, რაღაც უნდა უარყო, დაადასტურო, მაგრამ თუ რამეს ამბობ ბოლომდე უნდა თქვა. იმის ლაპარაკი, რომ რაღაც ვიცი და არ ვლაპარაკობ, ეს უკვე სპეკულაციაა", - განაცხადა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)