|
2016-09-14 11:25:55, 633 ნახვა
საზოგადოება
სააპელაციო სასამართლომ „ასავალ-დასავალი" ცილისწამებაში დამნაშავედ ცნო
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა „თიბისი ბანკის" და მამუკა ხაზარაძის სარჩელი გაზეთ „ასავალ-დასავალის", მისი რედაქტორისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ და დააკისრა ფულადი ჯარიმა - 6000 ლარი - ცილისწამებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის. საქმე ეხება ბანკსა და გაზეთს შორის ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაწყებულ სასამართლო დავას, რომელიც „ასავალ-დასავალის" მიერ ცილისმწამებლური მასალების გამოქვეყნებას მოჰყვა. თიბისი ბანკმა საქალაქო სასამართლოს სარჩელით 2014 წლის 21 თებერვალს მიმართა. ბანკი და მისი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „ასავალ-დასავალის" მიერ გამოქვეყნებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდნენ. ერთწლიანი განხილვის შემდეგ 2015 წლის 11 მარტს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა „თიბისი ბანკის" და მამუკა ხაზარაძის სარჩელი და გაზეთს მის მიერ გამოქვეყნებული სტატიების იმავე გვერდებზე უარყოფა დაავალა. ამის შემდეგ „ასავალ-დასავალმა" კვლავ გააგრძელა ბანკისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ცილისმწამებლური მასალების გამოქვეყნება, რასაც "თიბისი ბანკმა" და მამუკა ხაზარაძემ სააპელაციო საჩივრით უპასუხეს. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაზეთის მიერ ცრუ ფაქტების გავრცელებით პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესახებ და დამატებით „ასავალ-დასავალს", მის რედაქტორსა და ჟურნალისტებს სოლიდარულად 6 000 ლარის გადახდა დააკისრა. „მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა ფულადი ანაზღაურების საკითხიც და მიიღო ადექვატური გადაწყვეტილება. როდესაც მედიასაშუალება მხილებულია მოქალაქის პატივისა და ღირსების შელახვაში, ასეთ შემთხვევაში მას უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურებაც, რასაც არ პასუხობდა წინა სასამართლოს გადაწყვეტილება. რაც შეეხება თანხას, სასამართლომ გაითვალისწინა „მსუსხავი ეფექტის" ალბათობა და გაზეთს ის თანხა დააკისრა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებდა მისი არსებობის საკითხს", - აცხადებს თიბისი ბანკის ადვოკატი ქეთი ქვარცხავა. (R)
ინვესტიციები თუ ანაბარი - როგორ დავაბანდოთ დანაზოგი ჭკვიანურად?
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)